Saturday, November 30, 2013

მესამე დღე:
ტრენინგის მესამე დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა და გავეცანით საკვანძო შეკითხვების სამ სახეობას: ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი. მე ვფიქრობ, რომ ამ შეკითხვების კორექტულად გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს გაკვეთილის პროცესშიც. თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი სტრუქტურით.

Sunday, November 24, 2013

პირველი მოდულის მეორე დღე:
მეორე დღე დაიწყო იდეების გაზიარებით პროექტის შექმნასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო აზრები და იდეები იქნა გაზიარებული. ვურჩიეთ ერთმანეთს თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ პროექტში.

დღეს გავეცანით პუბლიკაციის მომზადების სხვადსხვა ხერხებს, ბუკლეტების, ბროშურების და ა.შ  წარმოებისა და გამოყენების შაბლონებს ვიმუშავეთ Google Search-ში,  ამოვტვირთეთ სურათები და ჩავამაგრეთ ბუკლეტებში. საინტერესო  და საკმაოდ შრომატევადი იყო პროექტის ამ ნაწილზე მუშაობა.
დღის ბოლოს მოვათავსეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბუკლეტი ჩვენს საკუთარ ბლოგზე. :) :) :)

Saturday, November 23, 2013

პირველი მოდული
ჩემი პირველი დღე:
დღევანდელი დღე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისათვის. გავეცანი პოექტებით სწავლების მნიშვნელოვან დეტალებს.    ჩემთვის სიახლე იყო ბლოგის შექმნა და მისი განხორციელება. ძალიან საყურადღებო არის 21-ე საუკუნის უნარები, რომელიც ფართო მაშტაბიანი სპექტრია  და ძალზედ მნიშვნელოვანი დეტალია სწავლების პროცესში.